ამ მთათა შორის,ამ კლდეთა ახლოს… ნაწ.1

დიდი ხანი გავიდა რაც არაფერი დამიწერია. მეზარება ხოლმე, გავზარმაცდი. რაზე დავწერო არც ეგ ვიცი, თუმცა სულერთია.

გასულ წელს მრავლად მოვიარე მთა: სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი…..

ჰოდა მთაზე დავწერ, ან უკეთესზე რაზე უნდა დავწერო, ძველ ჩანაწერებსაც ჩავურთავ მთის სიყვარულის შემოტევის ჟამს ალაგ-ალაგ რომ მიჯღაბნია, ჰოდა ეგრე საიდან დაიწყო? მნიაჰ…..

***  რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო  ***

***  I  ***

აი თუშეთი ძალიან მიყვარს, ძალიან… ჰოდა მოდი იყოს თუშეთი, თუნდაც…

ორჯერ ვიყავი ზაფხულის მზიანი და შემოდგომის ნისლიანი თუშეთიც ვიხილე. მზიანი კი მქონდა ნანახი, წვიმიანიც, მაგრამ აი ასეთი დანისლული მთის ფერდობებზე, რომ ბღუჯა-ბღუჯა ყრია ღრუბლის ქულები არ მენახა ჯერ.

როდესაც თუშეთში პირველად მიდიხარ უცნაური შეგრძნება გეუფლება: შიშის და ბედნიერების. შიშის იმიტომ, რომ ასეთ ქარაფებზე, ხევების თავზე და ასეთ საშინელ გზაზე მანქანით უმწეოდ მგზავრობა დიდი ვერაფერი დამამშვიდებელია. ყოველი მოსახვევი უცხოა შენთვის და გგონია, რომ ეს გზა (თუმცა სამართლიანად) ყველაზე საშინელი და რთული გზაა მანქანით სასიარულოდ. ბედნიერება კი იმ ბუნებას მოაქვს (თუ გაგიმართლათ და ნისლმა არ წალეკა ყველაფერი) რასაც უყურებ, თვალუწვდენელი სიმაღლე რომელიც იზრდება და სივრცე, რომელშიც იკარგება ყველაფერი. ხეობაში ძაფივით ჩაბნეული მდინარის თეთრი ზოლი, შენს თავზე ირაოშეკრული ფრინველები, ცივი წყაროს წყალი და თავისუფლების ისეთი უცნაური შეგრძნება მანამდე, რომ არ გქონია.

აბანოს უღელტეხილიდანაბანოს უღელტეხილიDSCF1325

 

და ამ ყველაფრის მერე, ადიხარ აბანოს უღელტეხილზე და ფიქრობ რა უნდა მოხდეს ამაზე მაგარი? განა რაა უკეთესი ამ ხევებში ჩაკარგული გზის იქით?

და სწორედ ამ დროს სცდები, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც სოფელ ფშაველს გამოსცდი სხვა სამყაროსკენ მოძრაობ, მიემართები და ამას აღარ აქვს მნიშვნელობა რა დაგხვდება იქ!

ფრინველნი :)

ნისლ–ღრუბელნი

და იწყებ დაშვებას უსასრულობაში, უფსკრულში, ძაფად გაბმული მდინარისკენ, დაკლაკნილ გზაზე

და მცირე ხნის შემდეგ ქვემოდან ამოხედავ ამ მთებს, მიხვდები თუ რაოდენ უსუსური ხარ ადამიანი. იმ შენი თავისუფლებისაც კი შეგეშინდება წეღან, რომ გრძნობდი მაღლიდან ამაყად მზირალი.

პირველი სოფელი, რომელიც გხვდება გზად სოფელი ხისოა, ფერდობზე შეფენილი პატარა სოფელი. თუმცა კი ეს ეპითეტი თუ დახასიათება ყველა სოფელს ერთნაირად შეეფერება. მიჰყვები მდინარის ნაპირებს ჯანჯღარით და ფიქრობ სადაა ის ლამაზ-ლამაზი ხედები, სოფლები სურათებში რომ გინახავს. არა ესეც ლამაზია და უცხო, მაგრამ აი სურათებიდან რომ გაქვს ნანახი ის თითქოს სულ სხვაა.

აგრძელებ გზას და უცებ თვალში გხვდება მთის ფერდობზე შეფენილი ქუმელაურთა ვიდრე ომალოსკენ გზას დაადგები და მიხვეულ-მოხვეულ აღმართს მიჰყვები, ერთი ხელის გაწვდენაზეა შენს წინ და თვალს ვერ აცილებ.

DSCF1283

შემდეგ კი ეს აღმართი სწორდება და ვრცელი მინდვრის ბოლოს ომალო ჩნდება, თუშეთის ცენტრი და ალბათ ყველაზე დიდი სოფელი. სოფლის თავზე ამაყად აღმართული კოშკები. საით გინდა გზა გააგრძელო? ოთხი ხეობის გზა გასაყარზე დგახარ. პირიქითა? წოვათა? გომეწარი? ჩაღმა? ან რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ისეთი ტკბილია. მოდი გომეწარი იყოს.

DSCF1333

2010 წელს როდესაც ხევსურეთიდან აწუნთის გავლით თუშეთში დავეშვი, ძალიან მინდოდა გომეწარის და წოვათას გავლით, ბორბალოს ძირას მოვქცეოდი და ფშავში ჩამოვსულიყავი. ბევრი მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა და დამრჩა კარგა ხნის უნახავი ეს ხეობა, წოვათა კი ახლაც არ მინახავს.

ბოჭორნა, დოჭუ, ბეღელა, ილიურთა, ვერხოვანი…..

DSCF1325DSCF1332DSCF1348

მიუყვები ვიწრო მიწაყრილს გზად წოდებულს, გეგონება აი ახლა უნდა ჩაიშალოსო…

სოფლები გზის ზევით და გზის ქვევით, მდინარის გადაღმა…. კოშკები…

მიდიხარ და მიღიღინებ:

ვიც  გომეწარიც გადიყრიდ მუქფერს,
მზეს ამაჰღლალებდ იშტეროს თავზედ…

 


DSCF1431DSCF8922 DSCF8915 DSCF8951 DSCF8972 DSCF8981

 

*****

იქნებ ჩაღმა გვენახა თავისი დიკლო-შენაქოთი?DSCF8845

ულამაზესია დიკლო, მაგრამ მე შენაქო ძალიან, ძალიან მომწონს…

პატარა, ვიწრო და ლამაზი ქუჩები…

აივნიანი, თხელი ქვით დახურული სახლები…DSCF8860 DSCF8863 DSCF8855

არცერთი კოშკი და შემაღლებულზე მდებარე ლამაზი ეკლესია…..

DSCF8848DSCF8853

სოფლის სახლის აივნებიდან გადაშლილი საოცარი ხედი…

აქ მობოდიალე აუცილებლად წააწყდები წარწერას ქვის დაფაზე:

,,ვინამ თქვა თუშთა დალევა,

ნაპირ მოტეხა ცისია!”

DSCF8854

*****

ბოლო და უგემრიელეს ლუკმად შემოვიტოვე პირიქითა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი აქ მიბოდიალია, თითქმის მთელი ხეობა აწუნთადან ომალომდე ფეხით მაქვს გავლილი.

ჩემი 2010 წლის მოგზაურობიდან ტექსტი (მაშინ ხევსურეთიდან თუშეთამდე აწუნთით გადავედით):

,,დღე VIII. აწუნთა-გირევი. დილით ყველა ადრე ვიღვიძებთ ძალიან ცივა, საძილეშიც ატანს და იმ ტანსაცმელშიც, რომელიც არც გამიხდია. სწრაფად ვკეცავთ კარვებს. ვალაგებთ ჩანთებს და სადღაც 8 საათისთვის აწუნთისკენ მივემართებით, წყალი ძლივს ავავსეთ გაუყინია წუხელ. მივივართ ნელა, აღმართია მძიმე. მზეც არ ჩანს, ან საიდან გამოჩნდება თუშეთის მხრიდან ამოდის ჩვენ შორის კი სწორედ უღელტეხილი გახიდულა. ეგ არაფერი. ავდივართ ნაშალზე. მე ყველაზე გვიან და ვწვები. ვისვენებ და თან პირდაფჩენილი თუშეთის მთებს გავყურებ, გადავხედავ ხევსურეთს მერე ისევ თუშეთს, აშკარად დიდი სხვაობააა. ხევსურეთი უფრო პირქუში ჩანს, მკაცრი, მხოლოდ რამოდენიმე ფერით შემოსილი თავზე ამაყი თეთრწვერა მთების გვირგვინით, თუშეთი კი რამდენი ფერია, ხალისიანია და მომღიმარი. მოკლედ გული მოვიოხე აქეთ იქეთ ცქერით და სურათების გადაღებით, ერთი და იგივე ხედი რამდენჯერმე გადავიღე, თითქოს მეშინოდა არ ა გამომრჩეს მეთქი. აქვე დგას ნიში და საინფორმაციო დაფა, რომელიც გვაუწყებს რომ ჩვენ თუშეთის დაცულ ტერიტორიაში შევაბიჯებთ. გული ვიჯერე თავის აქეთ იქით ტრიალით, ვიღაც ამბობს ხანდახან ტელეფონიც იჭერსო და ყველა ჯიბესა თუ ჩანთაში იქექება, ხუმრობა საქმე ხომ არააა ერთი კვირა მოწყვეტილები ვართ გარესამყაროს.

უღელტეხილი აწუნთა (3421 მ)

თუშეთი აწუნთადან

აწუნთა

კარგად კი დავისვენეთ და დავიწყეთ დაშვება, საღამომდე გირევს უნდა მივაღწიოთ ეგებ კონსერვის მაგივრად რამე ნორმალური ვჭამოთ და კარავის მაგივრად სადმე დავიძინოთ.  ჯერ დაშვებას მოვუნდით კაი ხანი, ნელა ტაატით ჩადიხარ ნაშალზე, ერთი სული გაქვს წყლამდე ჩააღწიო არადა წყალი დაბლა ჩანს ძაფივით წვრილი და დაკლაკნილი, ფეხს აუჩქარებ და ჩექმები ეგრევე გიხურდება, ფეხისგულები გეწვის. ამიტომ ნელა, წყნარად ვეშვებით. როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ, დავისვენეთ და წყალი ავავსეთ. ახლა კი ბილიკი თითქოს გასწორდა, ამიტომ ტემპს ვუმატებთ და სრული სვლით გირევისკენ მივდივართ. გზად მესაზღვრეები გვხვდებიან (გაახარებთ ღმერთი თუშეთში კი არა ყველგან სადაც შევხვდით იმდენად თბილად და კარგად გექცევიან, ყურადღებით რომ რაღაც სხვანაირი პატივისცემით განვიმსჭვალე). ჩვენ კი მივდივართ და კილომეტრებს ვითვლით, თუმცა ამაოდ ესეც კარგად ვიცვლით ჩვენი ხათრით სოფელი აქეთ ნამდვილად არ გამოჩოჩდება. მივდივართ გზად ქვახიდისწყალსაც ვტოპავთ (მეტი გზა არააა) და ვეშვებით გირევისკენ, ბილიკი მდინარის კიდეს მისდევს კარგა ხანს, ვიდრე რეინჯერების კოტეჯს არ მივადექით. ვისვენებთ, ვაგრძელებთ გზას, ვისვენებთ, ვაგრძელებთ.

ცხორი

დაშვება

ბინდდება, ბილიკი ხეობიდან ქედის კალთაზე იწევს ახლა მდინარე უკვე დაბლა მიიკლაკნება და თანდათან ძალას იკრეფს. გზად ცხვარი გვხვდება, ცოტაც და ამ ვიწრო ბილიკიდან გადავხტებოდით ამდენი ძაღლი ერთად მოგვესია, პატრონს ვეძახით, მადლობა ღმერთს როგორც იქნა გავაგონეთ. დასვენების დრო არ გვაქვს და ისევ გზას ვაგრძელებთ. აი რაღაც კოშკებიც გამოჩნდა, ეს ჭონთიოა ნასოფლარი. ქედის კიდეზე მდგარი რომ გადაჰყურებს ხეობას. კოშკების და სახლების ნაშთები რაღაც ნაღველს ტოვებს, კარი აღარ აქვთ, გვერდები მორღვევიათ. სჩანს კაი ხანია რაც ეს სოფელი ნასოფლარად ქცეულა. ვიცით რომ აქედან გირევამდე სამი კილომეტრია. მხარმარჯვნივ ლაროვანისწყლის და ქვახიდისწყლის შესართავია, შორს ნანგრევებიც მოსჩანს. სვლას ვუმატებთ და აი გირევიც, მოსახვევიდან მისი კოშკები პირდაპირ შეგვეფეთა. მესაზღვრეების პუნქტთან ჩავდივართ. ძალიან კეთილი ხალხია, პურის ყიდვა გვინდა მაგრამ ვინ ყიდის აქ პურს. ისე გვაძლევენ, ღამის გასათევად კი ღობეშემოვლებულ პატარა შენობასთან ვჩერდებით, წყალიც მოდის. ტანსაცმელს ვფენთ ვანიავებთ, ვჭამთ და დასაძინებლად მივდივართ ძალიან დავიღალეთ. 20 კმ-ის გავლა ხუმრობა საქმე ნამდვილად არააა.”

ნასოფლარი ჭონთიო

 

 

,,დღე IX. გირევი-ომალო. ჯერ ერთ თვალს ვახელ, მერე მეორეს. მესამე არ მაქვს თორემ იმასაც გავახელდი. მთელი ღამე ვიღაცის ხვრინვა ჩამესმოდა ყურში. ვდგები და გარეთ გამოვდივარ, მანამდე ვიცვამ რა თქმა უნდა. კარგი მზიანი დილაა. შებინდებულზე თვალ შევლებული სოფელი ულამაზესად ჩანს, ნათელი მზით გაბრდღვიალებული. ნელ ნელა ვლაგდებით, ომალოსკენ უნდა დავიძრათ გზად ფარსმა, ჭეშო, დანო, კვავლო, დართლო გველოდება. ვიღაც ცხენს გვატანს დანოში, ბარგსაც მას ვკიდებთ. ხალხი ბილიკს გაუყვა მე და გიომ კი ცხენის გამო წელამდე ალაზანში გავტოპეთ, გზაზე ავედით და გავუყევით.

DSCF9331

DSCF9342

 

ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს აქ უკვე ნამყოფი ხარ, ისიც ვიცი რატომ: წამოსვლამდე იმდენი რუკა, სურათი და მონაყოლი გაქვს გადათვალიერებულ-წაკითხული, რომ აქაურობა უკვე კარგად ნაცნობია. მიდიხარ, მიდიხარ… და გინდა გზა არ დამთავრდეს. ამინდი შესანიშნავი, ბუნება ბრწყინვალე…. გზადაგზა სოფლები ფარსმა, ჭეშო…. და ბილიკით დანოში ვიწყებთ ასვლას, რაღაცნაირი სოფელია ტკბილად რაღაცნაირი, უცნაურად სხვანაირი და ლამაზი…

DSCF9359

DSCF9140

 

გიოს ნაცნობებთან შევიარეთ, გაგვიმასპინძლდნენ, დავისვენეთ და თან ტელეფონიც იჭერდა (მაგთი), ამდენი ხნის შემდეგ ყველამ სახლებში დავრეკეთ და ჩვენი მშვიდობით ყოფნა ვამცნეთ. იმ დღეს ომალოში აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით, ამიტომ მანქანით წასვლა რომ შემოგვთავაზეს ნაწილი დათანხმდა და მათთან ერთად ბარგიც გავატანეთ, სავსე ჩანთები… ჩვენ კი დამსუბუქებულებმა კვავლოსკენ ავიღეთ გეზი… საოცრად ლამაზია კვავლო, მთის წვერზე შეფენილი კოშკები, დაბლა დართლოდან ფერდობზე ამომავალი ბილიკი მოიკლაკნება, ფერდობზე მოთიბული ბალახის ზვინები შეფენილა, ბოლოს დართლო მოსჩანს, გზა და ალაზანი. სოფელში შევედით თუ არა ერთ პატარა სახლთან ორი მწყემსი იჯდა, საზამთროს ჭამდნენ და ყავას სვამდნენ (!!! :D). იმდენად გვინდოდა რაღაც განსხვავებული, რომ საზამთროს დანახვაზე თვალები აგვენთო, მივესალმეთ და საზამთროზეც მიგვიპატიჟეს, ახალი გაგვიჭრეს და ზევით მთაში ცხვრის სადგომებზეც დაგვპატიჟეს…. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ ელიზბარ ბიძია და როსტომ ბიძია, იქაურობა დაგვათვალიერებინეს…. გოგოები დაიჩაგრნენ სადაც მივედით ნახევარზე მეტზე იქ მათი ფეხის დადგმა არ შეიძლებოდა…. ხატი ვნახეთ, შემდეგ კი მაღლა აგვიყვანეს ადგილს ხევსურთნალესი ერქვა, ერთმანეთზე შემოდებული ქვები რომელთა ბოლოზე ხმლები ილესებოდაო, ქვის შუაგული ისე იყო ჩაღრმავებული სჩანს კარგა ბლომად ულესიათ ხმლები აქ თუშებსაც და ხევსურებსაც…. მოკლედ კვავლოში კარგა ხანს შევყოვნდით და ამიტომ ნაჩქარევად დავეშვით დართლოში, ძალიან ლამაზ სოფელში. აივნიანი  სახლებით, ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩებით, სოფლის განაპირას ეკლესია დგას, კედელ მორღვეული.. ეს პირველი ეკლესიაა რომელიც სნოს შემდეგ შეგვხვდა და ვნახეთ.

DSCF9045

DSCF9046

DSCF9053

DSCF1637

DSCF1640

 

DSCF9047

 

აქაც რამდენიმეგან შეგვიპატიჟეს და დარჩენა გვთხოვეს, თუმცა ომალოსკენ ჩვენ სრული სვლით მივიწევდით, დავადექით სამანქანო გზას და მისი გავლით შებინდებულზე მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს… როგორც იქნა: სახლი, საჭმელი ნორმალური და სასმელი ბევრი. მინდა გამოვტყდე კარგად მოვულხინეთ ყველამ.”

DSCF9350
DSCF9366

 

გადავიკითხე დაწერილი და მხოლოდ ერთი რამ აღმოვაჩინე: თუშეთი ჯერ კიდევ არ მინახავს!

მომავალ წელს აუცილებლად უნდა ვნახო…

ერთი დიდი ლაშქრობის შესახებ (ნაწილი III, თუშური ზღაპარი)

დღე IX. გირევი-ომალო. ჯერ ერთ თვალს ვახელ, მერე მეორეს. მესამე არ მაქვს თორემ იმასაც გავახელდი. მთელი ღამე ვიღაცის ხვრინვა ჩამესმოდა ყურში. ვდგები და გარეთ გამოვდივარ, მანამდე ვიცვამ რა თქმა უნდა. კარგი მზიანი დილაა. შებინდებულზე თვალ შევლებული სოფელი ულამაზესად ჩანს, ნათელი მზით გაბრდღვიალებული. ნელ ნელა ვლაგდებით, ომალოსკენ უნდა დავიძრათ გზად ფარსმა, ჭეშო, დანო, კვავლო, დართლო გველოდება. ვიღაც ცხენს გვატანს დანოში, ბარგსაც მას ვკიდებთ. ხალხი ბილიკს გაუყვა მე და გიომ კი ცხენის გამო წელამდე ალაზანში გავტოპეთ, გზაზე ავედით და გავუყევით.

ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს აქ უკვე ნამყოფი ხარ, ისიც ვიცი რატომ: წამოსვლამდე იმდენი რუკა, სურათი და მონაყოლი გაქვს გადათვალიერებულ-წაკითხული, რომ აქაურობა უკვე კარგად ნაცნობია. მიდიხარ, მიდიხარ… და გინდა გზა არ დამთავრდეს. ამინდი შესანიშნავი, ბუნება ბრწყინვალე…. გზადაგზა სოფლები ფარსმა, ჭეშო…. და ბილიკით დანოში ვიწყებთ ასვლას, რაღაცნაირი სოფელია ტკბილად რაღაცნაირი, უცნაურად სხვანაირი და ლამაზი…

გიოს ნაცნობებთან შევიარეთ, გაგვიმასპინძლდნენ, დავისვენეთ და თან ტელეფონიც იჭერდა (მაგთი), ამდენი ხნის შემდეგ ყველამ სახლებში დავრეკეთ და ჩვენი მშვიდობით ყოფნა ვამცნეთ. იმ დღეს ომალოში აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით, ამიტომ მანქანით წასვლა რომ შემოგვთავაზეს ნაწილი დათანხმდა და მათთან ერთად ბარგიც გავატანეთ, სავსე ჩანთები… ჩვენ კი დამსუბუქებულებმა კვავლოსკენ ავიღეთ გეზი… საოცრად ლამაზია კვავლო, მთის წვერზე შეფენილი კოშკები, დაბლა დართლოდან ფერდობზე ამომავალი ბილიკი მოიკლაკნება, ფერდობზე მოთიბული ბალახის ზვინები შეფენილა, ბოლოს დართლო მოსჩანს, გზა და ალაზანი. სოფელში შევედით თუ არა ერთ პატარა სახლთან ორი მწყემსი იჯდა, საზამთროს ჭამდნენ და ყავას სვამდნენ (!!! :D). იმდენად გვინდოდა რაღაც განსხვავებული, რომ საზამთროს დანახვაზე თვალები აგვენთო, მივესალმეთ და საზამთროზეც მიგვიპატიჟეს, ახალი გაგვიჭრეს და ზევით მთაში ცხვრის სადგომებზეც დაგვპატიჟეს…. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ ელიზბარ ბიძია და როსტომ ბიძია, იქაურობა დაგვათვალიერებინეს…. გოგოები დაიჩაგრნენ სადაც მივედით ნახევარზე მეტზე იქ მათი ფეხის დადგმა არ შეიძლებოდა…. ხატი ვნახეთ, შემდეგ კი მაღლა აგვიყვანეს ადგილს ხევსურთნალესი ერქვა, ერთმანეთზე შემოდებული ქვები რომელთა ბოლოზე ხმლები ილესებოდაო, ქვის შუაგული ისე იყო ჩაღრმავებული სჩანს კარგა ბლომად ულესიათ ხმლები აქ თუშებსაც და ხევსურებსაც…. მოკლედ კვავლოში კარგა ხანს შევყოვნდით და ამიტომ ნაჩქარევად დავეშვით დართლოში, ძალიან ლამაზ სოფელში. აივნიანი  სახლებით, ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩებით, სოფლის განაპირას ეკლესია დგას, კედელ მორღვეული.. ეს პირველი ეკლესიაა რომელიც სნოს შემდეგ შეგვხვდა და ვნახეთ.  აქაც რამდენიმეგან შეგვიპატიჟეს და დარჩენა გვთხოვეს, თუმცა ომალოსკენ ჩვენ სრული სვლით მივიწევდით, დავადექით სამანქანო გზას და მისი გავლით (თან გზად მალინა ავაოხრეთ 😀 ) შებინდებულზე მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს… როგორც იქნა: სახლი, საჭმელი ნორმალური და სასმელი ბევრი. მინდა გამოვტყდე კარგად მოვულხინეთ ყველამ.